ბრიტანელ მეკარეს თანაგუნდელის თავი ბურთში აერია

ბრიტანელ მეკარეს თანაგუნდელის თავი ბურთში აერიაინგლისის საფეხბურთო კლუბ West Ham-ის მეკარეს, ადრიან მიგელს, ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურის შეხვედრის დროს Tottenham-ის წინააღმდეგ, თანაგუნდელის თავი ბურთში აერია. ამის ამსახველი ფოტო კლუბის ოფიციალურ გვერდზე, Twitterზე გამოჩნდა.

ერთ მომენტში, საჯარიმო ჩაწოდებისას ადრიანმა კარი დატოვა და ბურთის დასაჭერად გამოვიდა, თუმცა ბურთის ნაცვლად, თანაგუნდელის, ნახევარმცველ შეიხ კუიატეს თავს ჩააფრინდა.

თამაშის შემდეგ მომხდარს ადრიანიც გამოეხმაურა Twitter-ზე და განაცხადა, რომ მას მეგობრისთვის კისრის გასწორება უნდოდა.

“თუ დღევანდელ თამაშს უყურებდით, წამით ადრე ხელში ბურთი მეჭირა, თუმცა შეიხს სჭირდებოდა კისრის გამართვა და შევეცადე დავხმარებოდი. სამწუხაროა, რომ ორი სამუშაოს ერთად შესრულება მიწევს – კარის დაცვა და თანაგუნდელის შველა.

ეს თამაში ფრედ, ანგარიშით – 1:1 დასრულდა.