ჩინეთის სანაპიროსთან ტანკერი გემს შეეჯახა – 32 ადამიანი დაიკარგა

ჩინეთის სანაპიროსთან ტანკერი გემს შეეჯახა - 32 ადამიანი დაიკარგაჩინეთის სანაპიროსთან პანამის ნავთობის ტანკერსა და ჰონგ-კონგის სატვირთო გემს შორის შეჯახების შედეგად 32 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ჩინური მედია იუწყება.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 6 იანვარს ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, მდინარე იანძის სათავესთან მოხდა.
შეჯახების შედეგად ნავთობის ტანკერის ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. აღნიშნული გემი ირანულ კომპანიას BRIGHT SHIPPING LIMITED-ს ეკუთვნის. გემზე საერთო ჯამში 32 ადამიანი იმყოფებოდა, ირანის 30 და ბანგლადეშის 2 მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის სატვირთო გემის ეკიპაჟის 21 წევრის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.
ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

ინტერპრესნიუსი