დანიელ სტარიჯი იჯარის წესით ვესტ ბრომვიჩ ალბიონში გადავიდა და სეზონის ბოლომდე ამ გუნდის ფეხბურთელი იქნება.
სტარიჯზე უფლებები კვლავინდებურად ლივერპულს ეკუთვნის, თუმცა შესაძლოა სეზონის ბოლოს ვესტ ბრომვიჩმა სტარიჯზე უფლებები მთლიანად გამოისყიდოს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
სტარიჯი ლივერპულში 2013 წლიდან თამაშობს, თუმცა ბოლო პერიოდში ის იშვიათად გამოდიოდა მოედანზე რაც გახდა კიდეც მისი წასვლის მიზეზი.
სტარიჯს ლივერპულის შემადგენლობაში პრემიერ ლიგაში 44 გოლი აქვს გატანილი.

