პსჟ-ს თავდამსხმელი ედისონ კავანი შესაძლოა ზაფხულში ტურინის იუვენტუსში გადავიდეს სათამაშოდ. ამის მიზეზი ის არის რომ კავანი დაიღალა ნეიმართან ჭიდილით და პსჟ-დან წასვლა სურს.
ბოლო პერიოდში მსგავსი ინფორმაცია საკმაოდ ხშირად ვრცელდება. იუვენტუსი ზაფხულში ფორვარდის შეძენას აპირებს, ამიტომ მათთვის კავანი ოპტიმალური ვარიანტი იქნება.
სავარაუდოდ პსჟ თავის ერთ-ერთ ლიდერს ადვილად არ შეელევა და საკმაოდ დიდ სატრანსფერო ფასს დაადებს. სხვა დეტალები ამ ტრანსფერის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

