ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩი აირჩიეს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩი აირჩიესევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრად დუნია მიატოვიჩი 6 წლის ვადით აირჩიეს. მას 229 დეპუტატიდან მხარი 107-მა დაუჭირა. დუნია მიატოვიჩი უფლებამოსილების შესრულებას პირველი აპრილიდან შეუდგება.

მიატოვიჩი 2010-2017 წლებში მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელი იყო.