მანჩესტერ სიტის ბრაზილიელი ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი შესაძლოა იანვრის ბოლოს მოედანზე დაბრუნდეს. გვარდიოლას თქმით ჟესუსი რამდენიმე დღე ბარსელონაში მკურნალობდა, სადაც ექიმებმა მას დამაიმედებელი დიაგნოზი დაუსვეს, რომლის თანახმადაც ის მალე შეძლებს ფეხბურთის თამაშს.
ჟესუსმა ტრავმა 31 დეკემბერს მიიღო კრისტალ პალასის წინააღმდეგ და თავიდან მას რამდენიმე თვიან იძულებით დასვენებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ასე არ იქნება. ჟესუსი მანჩესტერ სიტის შეტევის ერთ-ერთი ლიდერია.

