გაბრიელ ჟესუსმა ტრავმა მიიღო

გაბრიელ ჟესუსმა ტრავმა მიიღომანჩესტერ სიტის ახალგაზრდა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაბრიელ ჟესუსმა მუხლის ტრავმა მიიღო და მას სავარაუდოდ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ჟესუსმა თავის ტრავმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის სერიოზული არ არის. ”სამწუხაროა რომ ტრავმა მივიღე, მაგრამ ოპერაცია საჭირო არ არის და სავარაუდოდ მოედანზე მალე დავბრუნები და ჩემს გუნდს დავეხმარები”–განაცხადა გაბრიელ ჟესუსმა.

აღსანიშნავია რომ ტრავმა ასევე მიიღო კევინ დე ბრუინემ, რომელიც წელს სიტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.