განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” – სოფო კილაძეს ეკა ბესელია კრიჭაში ჩაუდგა

განხეთქილება "ქართულ ოცნებაში" - სოფო კილაძეს ეკა ბესელია კრიჭაში ჩაუდგაიმაში ახალი არაფერია, რომ „ოცნებაში“ არეულობას ელიან. უფრო მეტიც, მოსალოდნელ „პარტიულ დესტაბილიზაციაზე“ თავად უმრავლესობის წევრებიც კი პირად საუბრებში უკვე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ გაზაფხულის პირველ დეკადაში მმართველ გუნდში, შესაძლოა, დიდი კრიზისი დაიწყოს. ეს ხმები შესაძლოა, გადაჭარბებულია, მაგრამ „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყაროები ეუბნებიან, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრი ერთმანეთს უკვე გამარჯობასაც აღარ ეუბნება.

– რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „განხეთქილების ვაშლის როლი“ შესაძლოა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, სოფო კილაძეს დაეკისროს. ზოგადად, კილაძე, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ოცნებამ“ ერთ-ერთ სახედ აირჩია, ხმაურიანი პოლიტიკოსი არ არის, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ ქალბატონმა ის იმედი ვერ გაამართლა, რომელსაც მასზე პარტიული ბოსები დებდნენ. სამაგიეროდ, როგორც მე ვიცი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ცდილობს, პარტიაში თუ არა, პარლამენტში გარკვეული გავლენა მოიპოვოს. სხვათა შორის, ისიც მაქვს ყურმოკრული, რომ კილაძე კრიჭაში განსაკუთრებით ეკა ბესელიას უდგას, – ამბობს „ნიუპოსტთნ“ საუბრისას კონფიდენციალური წყარო, რომელიც მმართველ გუნდათან ზომაზე მეტად არის დაახლოებული.

ვერ ვიტყვით, რომ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლის ბოლო ინსტანციაა, მაგრამ არსებობს ერთი გასათავლისწინებელი გარემოება, ანუ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ეკა ბესელია ზუსტად იმ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რომლის თავმჯდომარეც ამჟამად ქალბატონი კილაძეა. კულუარებში ამბობენ, რომ კილაძეს უნდოდა, იურიდიული კომიტეტი ჩაებარებინათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ ამ კომიტეტს სათვეში ბესელია ჩუდგა. ამიტომაც, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კილაძე ბესელიას შესაძლოა, ამის გამო არ უყურებს კოლეგიალურად და მას კონკურენტად მიიჩნევს.

ზოგადად, პოლიტიკაში ყველაფერი „მოსულა“. ჰოდა, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ კონფიდენტებიც მიერ მოწოდებული ინფორმაციები მართალია. ამასთან, იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეკა ბესელია იმ რამდენიმე პიროვნებათგანია, რომელიც „ოცნებამ“ 2016 წელს არათუ საპარლამენტო სიაში შეიყვანა, არამედ, საკანონმდებლო ორგანოში თნამდებობაც მისცა, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქალბატონი ეკა ისევ მმართველი გუნდის სახეა. არადა, არსებობს ინფორმაცია, რომ „ფეისობა“ იმ პიროვნებებს უნდოდათ, რომლებიც პოლიტიკაში 2016-ის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდნენ.

სხვათა შორის, ნაახალწლევს სოფო კილაძე სკანდალში გაეხვა – საკუთარი თანამშრომელი მას დისკრიმინაციაში ამხელს. ამ საქმეზე ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი. ასე რომ, დაველოდოთ, როგორ განვითრდება მოვლენები, ანუ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ კილაძემ თანამშრომელი სამსახურიდან პირადი მოსაზრებებით გაათვისუფლა, გამოვა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებადა დაცვის კომიტეტის თვმჯდომარე ადამიანის უფლებებს კი არ იცავს, არამედ, პირიქით, ლახავს. ეს კი მმართველი გუნდისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი მთავარი ღირებულება ადამიანია, სერიოზული დარტყმა იქნება.

ნიუპოსტი