იაპონიის ყველაზე დიდი კუნძულის, ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 103 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა. მიწისძვრა ზედაპირიდან 40 კილომეტრით ქვემოთ, ფილების გადაადგილებამ გამოიწვია.
ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში, მესამე ყველაზე მძლავრი მიწისძვრა იყო. ბოლო 24 საათის გამნავლობაში კი, იაპონიისთვის მეორე სეიმური აქტივობაა. გუშინ იაპონიაში ვულკანი კუსაცუ ამოიფრქვა და ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა.
ბიძგები მეზობელ კუნძულ ჰოკაიდოზეც იგრძნობოდა. გეოლოგები მიიჩნევენ, რომ მიწისძვრის ნაკლები სიმძლავრე ეპიცენტრის სიღრმემ გამოიწვია.
იმედინიუსი

