იემენის სანაპიროსთან ნავის გადატრიალების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. როგორც მიგრაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია იუწყება, ნავში 152 მიგრანტი იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა ქალაქ ადენთან ახლოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ნავზე სომალისა და ეთიოპიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
– სავარაუდოდ ნავს კონტრაბანდისტები მართავდნენ, რომლებსაც დევნილებისა და მიგრანტების ჯიბუტიში გადაყვანა სურდათ, – ნათქვამია მიგრაციის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.
ინტერპრესნიუსი

