ირანის დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება აიკრძალა

ირანის დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება აიკრძალაირანის დაწყებით სკოლებში ინგლისური ენის სწავლება აიკრძალა.

„გარდიანის“ ცნობით, როგორც სატალევიზიო გამოსვლაში, ირანის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა , მედჰი ნავიდ-ადჰამმა განაცხადა, “საჯარო და კერძო სკოლებში ინგლისური ენის ოფიციალურ კურიკულუმში ქონა კანონებს და რეგულაციებს ეწინააღმდეგება.”

მანამდე, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ინგლისური ენის დაწყებით კლასებში სწავლა „დასავლური კულტურის შეჭრას უხსნის გზას.“

ირანში ინგლისურის ენის შესწავლას ტრადიციულად 12-14 წლის ასაკიდან იწყებენ. ზოგიერთი სკოლაში უცხო ენის სწავლა უფრო ადრეულ ასაკშიც იყო შესაძლებელი.

შეგახსენებთ, თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ბოლო მონაცემით საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაკავებულია. დემონსტრაციები ფასების ზრდის გამო დაიწყო, თუმცა დარბევის შემდეგ ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული. აიათოლა ალი ხამენეიმ კი თეირანის „უცხოელი მტრები“ დაადანაშაულა. მისმა თანაშემწეებმა კი კონკრეტული ქვეყნებიც დაასახელეს, რომლებსაც ისინი არეულობის გაღვივებაშიდამნაშავეებად მიიჩნევენ. ესენი არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი.