ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს

ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრა სცადესწუხელ, გვიან ღამით, ირანში მასობრივი აქციის მონაწილეები სულიერი ლიდერის აითოლა ალი ჰამენეის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, აქციის ათასობით მონაწილე აიათოლა ალი ჰამენეის რეზიდენციასთან შეიკრიბა. სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, რომ მიღებული იქნებოდა უმკაცრესი ზომები, აქციის მონაწილეები არ დაშლილან.

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. აქციების ტალღა ერთ-ერთ ქალაქში პროდუქტების გაძვირების გამო დაიწყო, რამდენიმე დღეში კი მთელ ქვეყანას მოედო და პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა.

ანტისამთავრობო დემონსტრაციები რამდენიმე ქალაქში პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. ქალაქ დორუდში არასანქცირებული მიტინგის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.