ლეგენდარული ფრანგი მსახიობი იმ 100 ქალს შორის არის, რომლებიც კამპანია #MeToo-სა და Time’s up-ს აკრიტიკებს და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას ტოტალიტარიზმს ადარებს.
დენევი და მისი მომხრეები ჰარვი ვაინშტაინსა და სხვა ბრალდებულებს ამართლებენ და ამბობენ, რომ ისინი ზედმეტადაც კი დაისაჯნენ.
”ისინი [სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კაცები] უმოკლეს ვადებში დაისაჯნენ, იძულებულნი გახდნენ, მიეტოვებინათ სამუშაო, თუმცა, რასაც ისინი იქ აკეთებდნენ იყო მხოლოდ ის, რომ ეხებოდნენ ვიღაცის მუხლს, ცდილობდნენ მიეღწიათ კოცნისთვის ან განიხილავდნენ ინტიმურ თემებს სამუშაო შეხვედრის დროს”, – წერია განცხადებაში.
წერილის ავტორები ამბობენ, რომ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ქალების დამოუკიდებლობის გაზრდას არ უწყობს ხელს.
“გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ ფლირტი – ეს კრიმინალი არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფლირტის თავისუფლებას, რადგან ის სექსუალური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. კამპანიები, რომლიც ქალებმა წამოიწყეს ნელ-ნელა პურიტანიზმს ემსგავსება”, – ნათქვამია დენევისა და სხვა ასი ქალის განცხადებაში.
დენევი ერთადერთი პოპულარული ფრანგი მსახიობია, რომელმაც სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული კაცების მხარი დაიჭირა.
ონ.გე

