ხავიერ მასკერანო კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

ხავიერ მასკერანო კარიერას ჩინეთში გააგრძელებსხავიერ მასკერანო კარიერას ჩინურ გუნდ ჩაინა ფორჩუნში გააგრძელებს, სადაც მას საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ექნება. მასკერანომ უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის პირობები, ხოლო ბარსელონა კი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიური გუნდი მასკერანოს ტრანსფერში 10 მილიონ ევროს მიიღებს და ამ ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

მასკერანო ბარსელონას შემადგენლობაში 2010 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე მან გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო.