კიევის მდინარეში უფლებადამცველის ცხედარი იპოვეს

კიევის მდინარეში უფლებადამცველის ცხედარი იპოვესპოლიციამ კიევის ოლქის ერთ-ერთ მდინარეში უკრაინელი უფლებადამცველის ირინა ნოზდროვსკის ცხედარი იპოვა. ინფორმაციას 112.ua ავრცელებს.

ტელევიზიის ცნობით, უფლებადამცველის გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა პოლიციას სამი დღის წინ შეატყობინეს. არსებული ინფორმაციით, ირინა ნოზდროვსკი ხიდიდან მდინარეში გადააგდეს, თუმცა პოლიცია არც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

უფლებადამცველის ბოლო საქმე მისი დის მკვლელობას შეეხებოდა. ის 2015 წლის სექტემბერში დაიღუპა – მას რაიონული სასამართლოს მოსამართლის ძმის შვილმა დიმიტრი როსოშანსკიმ მანქანით დაარტყა. ირინა ნოზდროვსკიმ შეძლო მისი გასამართლება, რომელსაც 2017 წლის მაისის ბოლოს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც უკრაინული მედია უფლებადამცველის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით იუწყება, ირინა ნოზდროვსკი მუდმივად იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს დიმიტრი როსოშანსკისგან.

იმედინიუსი