კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო

კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდოკიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა 11 იანვრამდე გადადო.

ამის მიზეზი სასამართლოს დარბაზში იმ დეპუტატების დაუსწრებლობა გახდა, რომლებიც სააკაშვილს პეჩერის რაიონულ სასამართლოში თავდებში დაუდგნენ.

მოსამართლის აზრით, აუცილებელია აღნიშნული დეპუტატების მოსმენა.

სააკაშვილის ადვოკატებმა ერთი საათი ითხოვეს, რომ ყველა დეპუტატთან დაერეკათ, თუმცა საქმის პროკურორმა სხდომის გადადება მოითხოვა.

მოსამართლემ სასამართლოს სხდომა 11 იანვრის 13:10 საათამდე გადადო.

უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილს ბრალად „დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირს“ უყენებს.

კიევის სააპელაციო სასამართლომ პეჩერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა განიხილოს, რომელმაც სააკაშვილს შიდაპატიმრობა არ მიუსაჯა.

პირველი