ლივერპულმა სუონსისთან უკვე მესამედ წააგო მას შემდეგ რაც იურგენ კლოპი ლივერპულის მწვრთნელი გახდა. ამდენი წაგება კლოპს პრემიერ ლიგის არცერთ გუნდთან არა აქვს და ყველაზე უცნაური ის არის რომ სუონსი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.
ასე იყო შარშანაც, როდესაც სუონსიმ ლივერპული მაშინ დაამარცხა, როდესაც ისინი ბოლო ადგილს იკავებდნენ, თან მაშინ ეს ლივერპულში მოხდა. ამჯერად კლოპის გუნდმა 0:1 წააგო და საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
ლივერპული მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ სუონსიმ მათ გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

