ლაშა ჯუხარაშვილს ღორმუცელა გოგო ეყოლა – “მეოჯახე რომ ვარ, ჩემი ცოლის დამსახურებაა”

ლაშა ჯუხარაშვილს ღორმუცელა გოგო ეყოლა – “მეოჯახე რომ ვარ, ჩემი ცოლის დამსახურებაა”მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი 26 წლის ასაკში მეორე შვილის მამა გახდა. პატარა ანიტა 10 იანვარს დაიბადა. ჩვილი და მისი დედიკო, ქეთი ჩხეიძე, თავს კარგად გრძნობენ. ანიტას სახლში უფროსი ძმა, 2 წლის იოანე დახვდა.

– ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, – უამბობს “სარკეს” მსახიობი, – ექიმების გუნდს საჯაროდ ვუხდი მადლობას. პირველი შვილის დაბადებას დავესწარი, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, მეორე მშობიარობას არ დავსწრებივარ…

ანიტა დაიბადა თუ არა, 5 წუთში გამომიყვანეს. შოკში ჩავვარდი. უცხო და საყვარელი არსება დამიწვინეს გულზე. ძალიან დაბნეული და დაძაბული ვიყავი.

ანიტა ჯუხარაშვილი თეთრი, არაჩვეულებროვი და ულამაზესი გოგოა. რომ ვუყურებ, არ მჯერა, რომ ჩემია. იოანე მე მგავს, ანიტა კი დედას. ანიტა მშვიდი ბავშვია. ღორმუცელაა. გამუდმებით ჭამასა და ძილზე ფიქრობს.

– როგორ ცვლიან შვილები ცოლ-ქმრის ურთიერთობას?

– ქეთისთან კომფორტულად ვცხოვრობ. არ მახსენდება, რომ ჩვენ შორის დაძაბული სიტუაცია ყოფილიყო. ალბათ ამიტომაც ვცხოვრობთ ერთად, თორემ ის, რომ შვილები გვყავს, ვერც ერთს დაგვიჭერს. ერთ მცენარეს ორი ადამიანი რომ უვლიდეს, იმაზე გადაირევიან და შვილების გაზრდა როგორ შეკრავს ოჯახს, ხომ წარმოგიდგენიათ? ოთხნი ვართ უკვე, გავმდიდრდი!

– როგორც ჩანს, თქვენგან ძალიან მეოჯახე კაცი დადგა.

– ეს ყველაფერი ჩემი ცოლ-შვილის დამსახურებაა. მეოჯახედ ვერ დაიბადება ადამიანი. დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხოვრების თანამგზავრად ვის შეარჩევ. მიზნად თუ დაისახავ, რომ შვილები უნდა გაზარდო, აღზარდო და მათზე იზრუნო, თავისთავად ხდები მეოჯახე.

სოფიო ბოჭორიძე, ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ “სარკის” მიმდინარე ნომერში