ლონდონის მერი ტრამპის წინააღმდეგ

ლონდონის მერი ტრამპის წინააღმდეგლონდონის მერი სადიკ ხანი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ შეცდომა დაუშვა, როდესაც დონალდ ტრამპი ლონდონში მიიწვია.
“ბევრმა ლონდონელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ არ სურთ ქალაქში ტრამპის ხილვა, რადგან ის პოლიტიკაში გამომწვევად იქცევა და როგორც იქნა, მან მგონი ეს გაიგო. მეიმ შეცდომა დაუშვა, როდესაც იჩქარა და ტრამპი მოიწვია” წერს ხანი “ტვიტერში”.
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთში ვიზიტზე უარი განაცხადა და ამის მიზეზები “ტვიტერით” განმარტა:
– ლონდონში ვიზიტი გავაუქმე, ვინაიდან მხარს არ ვუჭერ ობამას ადმინისტრაციას, რომელმაც ლონდონში საელჩოს შენობა კაპიკებად გაყიდა… მხოლოდ იმისთვის, რომ შემოგარენში ახალი შენობა 1,2 მილიარდ დოლარად აეშენებინა. ცუდი შეთანხმებაა. გინდოდათ, რომ ლენტი გადამეჭრა? არა!“ – დაწერა ტრამპმა.
“დაუნინგ სტრიტზე” კი აცხადებენ, რომ ტრამპის ლონდონში მიწვევა ძალაში რჩება . პრემიერ ტერეზა მეის კანცელარიის წარმომადგენლის თქმით, მედიაში გაუგებრობა მოხდა და საქმე ის არის, რომ საუბარია ტრამპის ორ სხვადასხვა ვიზიტზე ბრიტანეთში. მათი ინფორმაციით, პრემეირის მიწვევაში, რომელიც სახელმწიფო ვიზტს ეხება, არანაირი ცვლილება არ არის. მათივე ინფორმაციით, თარიღის შესახებ ინფორმაცია დამატებით იქნება ცნობილი.
“რაც შეეხება საელჩოს გახსნას, ეს სხვა მოწვევა იყო. ეს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უნდა გამართულიყო, – აცხადებენ მეის ადმინისტრაციაში.