მანჩესტერ სიტიმ ალექსის სანჩესზე უარი თქვა

მანჩესტერ სიტიმ ალექსის სანჩესზე უარი თქვაარსენალის ფორვარდი ალექსის სანჩესი სავარაუდოდ მანჩესტერ სიტიში აღარ გადავა, რადგან სიტიმ მასზე უარი თქვა. ამ მიზეზი ზედმეტად დიდი ანაზღაურებაა, რომელიც სანჩესმა მოითხოვა.

გარდა ამისა, სანჩესის მიმართ ინტერესი მანჩესტერ იუნაიტედმაც გამოიჩინა და ისინი ჩილელ თავდამსხმელს გაცილებით უფრო დიდ ანაზღაურებას სთავაზობენ.

შესაძლოა რამდენიმე დღეში ალექსისი ოფიციალურად მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდეს. თვითონ ფეხბურთელი ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს.