მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს

მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალესისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს.
მარიკა ლორთქიფანიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში გადაიხადეს. ისტორიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მარიკა ლორთქიფანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად, 1972–78 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 2000 წელს დააჯილდოეს ღირსების ორდენით. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი.