მარინ ჩილიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა

მარინ ჩილიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდახორვატი ჩოგბურთელი მარინ ჩილიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა. ჩილიჩმა ნახევარფინალში ბრიტანელი ჩოგბურთელი კაილ ედმუნდი დაამარცხა სამ სეტში და თავის კარიერაში მესამედ ის დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშებს.

ჩილიჩს 2014 წელს ამერიკის ღია პირველობა აქვს მოგებული, ხოლო შარშანდელ სეზონში კი ის უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც როჯერ ფედერერთან დამარცხდა.

ამჯერად ჩილიჩის მეტოქე სავარაუდოდ ისევ ფედერერი იქნება, რომელიც თავის ნახევარფინალს პარასკევს ითამაშებს.