მასკერანომ ბარსელონა ოფიციალურად დატოვა

მასკერანომ ბარსელონა ოფიციალურად დატოვაბარსელონას არგენტინელმა ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ ბარსელონა ოფიციალურად დატოვა. უკვე იანვრის დასაწყისში გახდა ცნობილი რომ მასკერანო კარიერას ჩინეთში გააგრძელებდა, მაგრამ ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ იყო.

მასკერანო 33 წლის არის და ბოლო პერიოდში ის იშვიათად ხვდებოდა ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში, ამიტომ მისი წასვლა მოსალოდნელი იყო.

ჩინეთში მასკერანოს, ისევე როგორც სხვა ლეგიონერებს მაღალი ანაზღაურება ექნება. არგენტინელი მცველი ბარსელონაში 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო.