გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მეჯვრისხევის ქუჩაზე ბარაკის ტიპის საცხოვრებელში ცეცხლი გაჩნდა.
„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მძინარე მამაკაცის საწოლს გაუჩნდა, თუმცა მან ოთახიდან გამოსვლა დროულად შეძლო. ის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ შეიყვანეს. ექიმის თქმით, სახეზე მხოლოდ ინტოქსიკაციის ნიშნები იყო და 40 წლის მამაკაცი დამწვრობას გადარჩა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამი იყო, ჩაეძინა და ცეცხლი ლოგინზე სიგარეტიდან გადავიდა. ადგილზე სახანძროს და სასწრაფოს ტანამშრომლები მუშაობდნენ.

