მეტრო „ვარკეთილი“ 5 თვის წინ შპს „ყვარელრემმშენმა“ 347.852 ლარად გაარემონტა

მეტრო „ვარკეთილი“ 5 თვის წინ შპს „ყვარელრემმშენმა“ 347.852 ლარად გაარემონტამეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ცოტა ხნის წინ ჭერი ჩამოინგრა და 11 ადამიანი დაშავდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს „ყვარელრემმშენმა“ 347.852 ლარად განახორციელა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2016 წელს დაიწყო. სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში სწორედ შპს „ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.
სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” შემოწმებასაც იწყებს, რომელშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

ინტერპრესნიუსი