მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, იგორ დოდონის უფლებამოსილება დროებით შეაჩერა. ამის მიზეზი, დოდონის მიერ, ვიცეპრემიერისა და მინისტრების კანდიდატურაზე ორჯერ უარის თქმა გახდა.
ახლა სასამართლომ უნდა შეარჩიოს, ვინ შეასრულებს ქვეყნის ხელმძღვანელის მოვალეობებს, რათა დამტკიცდეს კანდიდატურები: პარლამენტის სპიკერი ადრიან კანდუ, თუ პრემიერმინისტრი პაველ ფილიპი.
სასამართლოს პრეზიდენტი დოდონისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ, მოლდოვის პარლამენტის დეპუტატებმა მიმართეს.
მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა “დემოკრატიული პარტიის” მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურების დამტკიცებაზე უარი თქვა. დოდონი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსია, მაშინ როდესაც “დემოკრატები” ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეები არიან.
იმედინიუსი

