მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებსჟოზე მოურინიო სავარაუდოდ მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. მოურინიოს მიმდინარე კონტრაქტი 2019 წელს იწურება, თუმცა  მანჩესტერის ხელმძღვანელობა ჟოზესთან უფრო გრძელვადიან ურთიერთობას აპირებს, ამიტომ მალე პორტუგალიელ სპეციალისტს ოფიციალურ წინადადებას გაუკეთებენ.

წლევანდელ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედი საკმაოდ სტაბილურად თამაშობს, თუმცა მოურინიოს გუნდს ჩემპიონობის შანსი თითქმის არა აქვს, რადგან მანჩესტერ სიტი მათ 15 ქულით ასწრებს, რაც სიტის ფენომენალური შედეგების დამსახურებაა.