ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ნეიმარმა თავის ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ პსჟ-ში ის ბედნიერია და ამ გუნდის დატოვებას არ აპირებს. ნეიმარის აზრით პსჟ-ს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება და ნეიმარის მიზანიც სწორედ ეს არის:
”ვიცი რომ ჩემზე ბევრს ჭორაობენ და ამბობენ რომ სხვა გუნდში გადავალ სათამაშოდ. ამას უკვე მივეჩვიე და მინდა ვთქვა რომ ეს მხოლოდ ჭორებია და პსჟ-ში ბედნიერი ვარ. ვფიქრობ ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის და სხვა ტიტულების მოპოვება”–განაცხადა ნეიმარმა.
ნეიმარს ყველაზე ხშირად მადრიდის რეალს უკავშირებენ.

