თეატრმცოდნე და ტელეკომპანია “იმედის” წამყვანი ნიკა წულუკიძე სიკვდილს გადაურჩა. ის გადაღებებზე გუდამაყარში კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც კლდიდან დაგორდა.
საავადმყოფოში გადაღებული ფოტო ნიკა წულუკიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა:
”გუდამაყრიდან ტრავმატოლოგიურამდე. გადავრჩი. ქართული თეატრის დღეს გილოცავთ. ![]()
ხევისბერთან ვიყავით გადაღებაზე გუდამაყარში, პირიმზის სალოცავში და ღამის ორ საათზე დავგორდი კლდიდან. ახლა კარგად ვარ.”

