პანამის სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პანამის სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაწყნარ ოკეანეში, პანამის სანაპიროსთან ახლოს, დასახლებულ პუნქტ პედასიდან 43 კილომეტრში, 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცუნამის საშიშროება არ არსებობს.

ნიუპოსტი