პარიზში წყალდიდობაა – 1.500 ადამიანი ევაკუირებულია

პარიზში წყალდიდობაა - 1.500 ადამიანი ევაკუირებულიაპარიზში მდინარე სენას ადიდების გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 1500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში არ გამორიცხავენ, რომ ევაკუაცია კვლავ განხორციელდეს.
წუხელ მდინარე სენას დონემ 5,78 მეტრით აიწია, რაც წინა დღესთან შედარებით, 20 სანტიმეტრით მეტია.
ელოდებიან, რომ მდინარის ადიდება პიკს ამაღამ, 5,9 მეტრამდე მიაღწევს.
წყლის დონის მატება პარიზსა და სხვა რეგიონებში ხანგრძლივმა წვიმამ გამოიწვია.