პაულინიომ ესპანიოლის წინააღმდეგ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მას დროზე ადრე მოუწია მოედნის დატოვება. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს გამოტოვებს პაულინიო და სავარაუდოდ მას ორი კვირის მანძილზე მოუწევს უქმობა.
პაულინიოს არყოფნა ბარსელონასთვის დიდი დანაკლისია, რადგან ბრაზილიელი ნახევარმცველი ძალიან კარგ სეზონს ატარებს. აღსანიშნავია ისიც რომ ბარსელონა ესპანიოლთან დამარცხდა და 29 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ესპანიოლმა 1:0 მოიგო და განმეორებითი შეხვედრის წინ მათ შანსები გაუჩნდათ. 25 იანვარს ბარსელონა ესპანიოლს საკუთარ მოედანზე მიიღებს და იმ შეხვედრაში გადაწყდება თუ ვინ გავა ესპანეთის თასის ნახევარფინალში.

