პარიზის მთავარი ღირშესანიშნაობა-ეიფელის კოშკი ტურისტებისთვის ძლიერი ქარიშხლის გამო დროებით დაიკეტა ინფორმაციას ამის შესახებ კოშკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქარიშხალ „ელეონორის“ სიჩქარემ საათში 140 კილომეტრს მიაღწია. საფრთხის ნარინჯისფერი დონე ქვეყნის 51 დეპარატმენტშია გამოცხადებული. საფრანგეთში სტიქიის გამო 200. 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, კი ამ დროისთვის 9 ადამიანია დაშავებული, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
იმედინიუსი

