ყვარელში მომხდარ ავარიას შუახნის ქალი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. მამაკაცის მდგომარეობიდან გამომდინარე, რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა, პაციენტის თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
შემთხვევის შედეგად პატარა ბავშვიც დაშავდა, თუმცა დაზიანებები მსუბუქი აღმოჩნდა, ამიტომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაშავებულები ერთ ავტომობილში ისხდნენ და ისინი ოჯახის წევრები არიან.
შს სამინისტროს ცნობით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყების პრესცენტრში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

