ქორეოგრაფი ნუკრი მაღალაშვილი 64 წლისა თურქეთში გარდაიცვალა, სადაც ბოლო პერიოდში მეუღლესთან ერთად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ის გულის შეტევის გამო თურქეთში საავადმყოფოში მოხვდა.
ნუკრი მაღალაშვილი 16 წლის განმავლობაში ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი იყო და პარალელურად პედაგოგიც გახლდათ. 1989-1996წწ. თურქეთის ქ. ანკარაში, ხაჯიბებეს უნივერსიტეტის კლასიკური ქორეოგრაფიის პედაგოგი იყო, შემდეგ კი, 2004 წლამდე – ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მთავარი ბალეტმეისტერი.
მაღალაშვილს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება 1983 მიენიჭა.
ხელოვნის საქართველოში გადმოსვენების და დაკრძალვის თარიღის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია.
იმედინიუსი