რაიან გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელი გახდა

რაიან გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელი გახდაუელსის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი რაიან გიგზი იქნება. გიგზი კონტრაქტს რამდენიმე დღეში მოაწერს ხელს და თავის საქმიანობასაც შეუდგება.

უელსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა და ამის გამო კრის კოულმენმა თავისი სურვილით დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი.

მას შემდეგ ეს თანამდებობა ვაკანტური იყო და უელსის საფეხბურთო ფედერაცია გიგზის კანდიდატურაზე შეჩერდა. გიგზმა თავიდან უარი თქვა, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა.

აღსანიშნავია რომ რაიან გიგზი მთავარი მწვრთნელი არასოდეს ყოფილა, ის მხოლოდ თანაშემწედ მუშაობდა მანჩესტერ იუნაიტედში ლუი ვან გაალის დროს.