მადრიდის რეალი ესპანეთის თასის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში ლეგანესთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
მადრიდელებმა პირველი მატჩი 1:0 მოიგეს და განმეორებით შეხვედრაში მათ ფრეც აძლევდათ ხელს, მაგრამ რეალმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა და 1:2 დამარცხდა.
ლეგანესისთვის ეს ისტორიული გამარჯვებაა, ხოლო რეალი კი სერიოზულ კრიზისშია და ამას კრიშტიანო რონალდუც აღიარებს. რონალდუს თქმით ამჟამად რეალს რთული პერიოდი აქვს და ეს პერიოდი ფეხბურთელებმა ერთად უნდა გადალახონ.

