რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას,ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით დაშავებული მამაკაცი ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმხილველთა თქმით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა.
როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.
გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ექვსიდან ათ წლამდეპატიმრობას ითვალისწინებს.

