ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ამის შესახებ განცხადება რონალდინიოს ძმამ გააკეთა, რომელიც ასევე მისი აგენტია.
რონალდინიოს ბოლო გუნდი ფლუმინენსე იყო, რომელიც მან ერთი წლის წინ დატოვა და ამის შემდეგ ის თავისუფალი აგენტი იყო. რონალდინიო არ აპირებდა კარიერის დასრულებას, მაგრამ როგორც ჩანს თავისთვის შესაფერისი კლუბი ვერ იპოვა.
თავისი კარიერის საუკეთესო ნაწილი რონალდინიომ ბარსელონაში გაატარა, სადაც 2006 წელს ჩემპიონთა ლიგა და შემდგომში უკვე ოქროს ბურთი მოიგო.

