რუსეთის მოქალაქე გატაცებული ჯავშანტრანსპორტიორით მაღაზიაში შევარდა

რუსეთის მოქალაქე გატაცებული ჯავშანტრანსპორტიორით მაღაზიაში შევარდარუსეთში, მურმანსკის ოლქის ქალაქ აპატიტის მცხოვრები გატაცებული ჯავშანტრანსპორტიორით ერთ-ერთ მაღაზიაში შევარდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
30 წლამდე მამაკაცმა ავტოსკოლის სადგომიდან ჯავშანტრანსპორტიორი გაიტაცა და ტყის მასივის გავლით ქალაქში მოხვდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ნასვამი იყო.
– ჯავშანტრანსპორტიორი ერთ-ერთ მაღაზიასთან მივიდა, შეეჯახა იქვე მდგარ ავტომობილს და მაღაზიაში შევარდა, – განაცხადა თვითმხილველმა.
მამაკაცი მაღაზიაში დააკავეს.

ინტერპრესნიუსი