რუსეთში ფილმ “სტალინის სიკვდილის” ჩვენება აკრძალეს – ვიდეო

რუსეთში ფილმ "სტალინის სიკვდილის" ჩვენება აკრძალეს - ვიდეორუსეთის კულტურის სამინისტრომ ბრიტანული სატირული კომედიის “სტალინის სიკვდილი” კინოგაქირავებაში ჩაშვების ნებართვა გამოითხოვა. ფილმის ჩვენება რუსეთში 25 იანვარს გამართულიყო. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მანამდე კი ფილმის დახურული ჩვენება გაიმართა, რომელსაც კინოს სპეციალისტები, სახელმწიფო დუმის დეპუტატები და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი მათგანი მისი აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა.

კომედიაში, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა არმანდო იანიჩიმ გადაიღო, მთავარ როლებს სტივ ბუშემი, ტიმოტი დალტონი, ოლგა კურილენკო და მაიკლ პეილინი ასრულებენ. ფილმში იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ კრემლში განვითარებული მოვლენებია ასახული.

მოსკოვში ფიქრობენ, რომ კომედია “სტალინის სიკვდილი” რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

ფილმის პრემიერა ტორონტოს კინოფესტივალზე სექტემბერში გაიმართა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით “სტალინის სიკვდილი” გასული წლის 20 ოქტომბერს გამოვიდა.