საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ნემსაძის გუნდმა ბელგია 3:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ზურიკო დავითაშვილის და გიორგი გულიაშვილის გოლებით 2:0 დაწინაურდა. მეტოქემ მატჩის ბოლოს პენალტით შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ქართველი 17-წლამდელები სლოვაკეთს შეხვდებიან. ბელგიასთან გამარჯვებამდე გიორგი ნემსაძის გუნდმა ყაზახეთს (3:2) და მოლდოვას (3:0) მოუგო, უკრაინასთან კი 1:3 დათმო.

