რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დაჭრილი მოზარდები თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი.
ინტერპრესნიუსი