იმ შემთხვევაში თუ თიანეთის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერს თიანეთში თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება. თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური კი დღეს საკრებულოს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. ის საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ წარმოუდგენს ბიუჯეტს, რომელიც საკრებულომ ორჯერ უკვე ჩააგდო. რაც შეეხება ახალ არჩევნებს, მეჭიაური აცხადებს, რიმ ამისთვსაც მზადაა:
– ბიუჯეტი ორჯერ პოლიტიკური ნიშნით ჩააგდეს. პროექტი, რომელიც საკრებულოს წარედგინა, ჩემი წინამორბედის მიერ იყო შედგენილი. დროც არ მქონდა გავცნობოდი, მიუხედევად ამისა, მაინც ჩააგდეს. მივესალმები, თუ არჩევნები დაინიშნება და ეს მარაზმი დასრულდება. ალბათ საკრებულოში ვინმეს ეყოფა გონიერება და არ ჩაყვებიან სამარეში ზოგიერთ პოლიტიკურ მოძრაობას, – განაცხადა მეჭიაურმა.
მერის განმეორებითი არჩევნების ჩატარებას არ გამიორიცხავს თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური, თუმცა აცხადებს, რომ საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

