თურქეთის არმიის ტანკები და ჯავშანტექნიკა აფრინის პროვინციის ტერიტორიაზე შევიდნენ და საბრძოლო დახმარება აღმოუჩინეს ოპოზიციურ “სირიის თავისუფლების არმიის” მებრძოლებს ქურთთა სამხედრო ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში.ქურთი მებრძოლები, თურქეთის არმიის ქვედანაყოფებს მცირე წინააღმდეგობას უწევენ და სირიის შუაგული რეგიონებისკენ იხევენ უკან.
თურქეთის არმიის ოპერაცია “ზეთისხილის რტო” შაბათს, 20 იანვარს, ქურთი მებრძოლების პოზიციებზე საავიაციო დარტყმებით დაიწყო.
ნიუპოსტი

