თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი დააკავეს

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორი დააკავესთურქეთში, 2016 წლის 19 დეკემბერს ფოტოგამოფენაზე მოკლული რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის კიდევ ერთი ორგანიზატორი დააკავეს.

ეჭვმიტანილი პოლიციამ მეორედ დააკავა, მანამდე ის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით იყო დაკავებული. თურქული პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი რუსეთის ელჩის მკვლელობის ორგანიზებაში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა.

28 დეკემბერს თურქეთში იმ ფოტოგამოფენის ორგანიზატორი,მუსტაფა ოზკანი დააკავეს, რომელზეც რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს.

რუსეთის ელჩს სიტყვით გამოსვლის დროს 22 წლის სირიელმა მევლუტ ალტინ-ტაშიმ ესროლა.