“ტილებია მოდებული” – ნაციონალები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს იბარებენ

"ტილებია მოდებული" - ნაციონალები  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს იბარებენთბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და თბილისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს დღეს ფრაქციის სხდომაზე იბარებს.

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ აღნიშნულმს სამსახურებმა საბავშვო ბაღებში შექმნილ პრობლემებზე განმარტებები უნდა გააკეთოს.

ოპოზიციის თქმით, საბავშვო ბაღებში ფორსმაჟორული სიტუაციაა კვებასთან, ჰიგიენასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.

ნადირაძე ამბობს, რომ ბაღებშ ჰიგიენური მდგომარეობის თვალსაზრისით კატასტროფაა.

“ტილებია ზოგიერთ ბაღში მოდებული. თუმცა, მერიამ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს წინასწარ ერთი წლის განმავლობაში მისაღები დანამატები უკვე დაუმტკიცა. მოვიწვიეთ განათლების საქალაქო სამსახურის და ბაგა-ბაღების მართვის სამსახურის უფროსები და ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ნიუპოსტი