2018 წელს სასჯელაღსრულების რეფორმის ფარგლებში არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა დაინერგება. ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.
შინაპატიმრობა ნიშნავს მსჯავრდადებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულების დაკისრებას.
უწყების ცნობით, შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდადებულებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
მსჯავრდადებულზე ზედამხედველობა განხორციელდება ელექტრონული სამაჯურების საშუალებით.
შინაპატიმრობა ენიშნება ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.
დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდადებულს სასჯელი შეიძლება შეეცვალოს შინაპატიმრობით.
პირველი

