ძალიან გთხოვთ, ამ ბედობას და შტერობას ნუ მილოცავთ, რა… ისედაც ყელში მაქვს ამოსული ამდენი ინფანტილიზმი… ყველა ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის მჭედელი, ხელს გაანძრევ და ის ღმერთიც გიშველით…
აი, ეს ვიდეო არის ჩვენი ეროვნული ტრაგედია, მე თუ მკითხავთ! და არაა პათეტიკა ჩემს სიტყვებში! ქეიფი ჭირიანობის დროს ჰქვია ამას… როდესაც ხარ ერთერთი უღარიბესი ქვეყანა, როდესაც მოსახლეობის ერთი მესამედი სიღარიბის ზღვარზეა, როდესაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და ყოველი მეექვსე – ვალით ჭამს საჭმელს (მსოფლიო ბანკის მონაცემებია, ჩემი მოგონილი არ არის!), პარიზის მასშტაბის ფოიერვერკებს არ უნდა ისროდე! როდესაც მილიონი დედა, ცოლი, ქალიშვილი წასულია მონურ სამუშაოზე, ამ დროს ქვეყანაში ყველაზე დიდი და დინამიურად განვითარებადი სექტორი სათამაშო ბიზნესი არ უნდა იყოს! ესეც ოფიციალური მონაცემებია.
ამას ვჩივი სწორედ, როგორც გურულები იტყვიან… ძნელია, როდესაც ამ ყველაფრის ნაწილი ხარ, თორემ არაფერი ხდება უჩვეულო და არაკანონზომიერი: ასეთ ადგილას, ოთხი იმპერიის და ზესახელმწიფოს ინტერესების კვეთაში ამ ინფანტილურ, უქნარა, ბრიყვ ხალხს ვინ გააჩერებს დიდხანს ოცდამეერთე საუკუნეში?! ღვთისმშობლის კალთა და ბედობის მილოცვა გადაგარჩენთ, ელოდეთ!
https://www.facebook.com/shermazana/videos/2094067647495349/