ცოტნე გამსახურდიამ დაწერა:
“მუსიკა… არის ჩემთვის ერთერთი უპირველესი საბუთი იმისა, რომ ადამიანი პირველად არ მოდის ამქვეყნად და მის სულს ამ სხეულში განხორციელებამდე დიდი გზა აქვს გავლილი. რაგინდ ტლუ, უმეცარი, გაუთლელი იყოს კაცი, იყოს სუფთა ფურცელი – როგორც მატერიალისტური მეცნიერება მიიჩნევს, მასში მუსიკა სიტყვების, ახსნა-განმარტების გარეშე აღძრავს ისეთ გრძნობებს, პატტერნებს, აზრებს, რასაც ხშირად სიტყვებიც ვერ ახერხებენ. სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა მისთვის კარგად არის ცნობილი.
უსმინეთ შოპენს. როდესაც ყოველ მომდევნო წამს ხვდები, რომ უკეთესი ხარ, ვიდრე იყავი. თორემ მეც რა დამაწერინებდა ამას ამ დილაუთენია… 😉 მადლობა, Thoma S”